იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილიონი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილიონი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილიონი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ მას მატეო რენცის გადადგომის შემდეგ ახალი მთავრობის ჩამოყალიბება დაავალა.

62 წლის პაოლო ჯენტილიონიმ განაცხადა, რომ აცნობიერებს მინისტრთა კაბინეტის სასწრაფო ფორმირების აუცილებელობას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის და იტალიის რეპუტაციის გამყარებისთვის. ამასთან, ჯენტილიონიმ განაცხადა, რომ მუშაობას წინა ადმინისტრაციის ჩარჩოებში იმუშავებს.

პარლამენტს ახლა მთავრობას სავარაუდოდ 14 დეკემბერს წარუდგენენ.

მატეო რენციმ გადადგომის შესახებ რეფერენდუმზე მის მიერ ინიციირებული რეფორმის ჩავარდნის შემდეგ განაცხადა. მატეო რენცის ინიციატივის თამახმად, იგეგმებოდა სენატის უფლებამოსილების შემცირება ცენტრალური მთავრობის გაძლიერების ხარჯზე.