სტამბოლში, სტადიონ Vodafone Arena-სთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, მათ შორის 30 პოლიციელია. კიდევ 160-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ აფეთქებები სავარაუდოდ ქურთი მებრძოლების მიერაა ორგანიზებული. შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, უკვე დაკავებულია აფეთქებების ორგანიზებასთან კავშირში 10 ადამიანი.
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გლოვა გამოაცხადა.
დანაღმული მანქანა საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის" სტადიონთან "ბეშიქთაში"-"ბურსასპორის" მატჩის დასრულდებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მოხდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მეორე აფეთქება ახლომდებარე პარკში მოხდა, ის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
თავდასხმაზე პასუხისმგბელობა ჯერ არავის აუღია.