ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 35-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე კაიროს უსაფრთოების სამსახურის უფროსი ხალიდ აბდელ აალი მივიდა. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
ქრისტიანი-კოპტების რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობის 10-15 პროცენტს შეადგენს.