სირიის სახელისუფლებო შენაერთებისა და ჩვენი ძალისხმევით, “ ისლამური სახელმწიფოს“ 300-ზე მეტი მებრძოლია განადგურებული

სირიის სახელისუფლებო შენაერთებისა და ჩვენი ძალისხმევით, “ ისლამური სახელმწიფოს“ 300-ზე მეტი მებრძოლია განადგურებული

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, სირიის სახელისუფლებო შენაერთებისა და რუსეთის საჰაერო ძალების ერთობლივი ძალისხმევით, ტერორისტული დაჯგუფება“ ისლამური სახელმწიფოს“ 300-ზე მეტი მებრძოლია განადგურებული. უწყების განმარტებით, ისინი სირიის ქალაქ პალმირას დაკავებას ცდილობდნენ.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ტერორისტები აქტიურად იყენებდნენ დანაღმულ მანქანებს, თვითმკვლელებს, ჯავშანტექნიკასა და რეაქტიულ არტილერიას.

მათივე ინფორმაციით, ბოევიკების პოზიციების წინააღმდეგ 64 საჰაერო იერიში განხორციელდა.

ბრიტანეთში მდებარე სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის ბრძოლა ქალაქის განაპირა რაიონებში მიმდინარეობს.

სირიის სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლების განმარტებით, პალმარას მიმართულებით ქალაქის დასაცავად დამატებითი ძალები მიემართებიან, რომელთა ნაწილი ალეპოდანაა.

სირიის სახელისუფლებო შენაერთებისა და რუსეთის საჰაერო ძალების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, პალმირა დაეშის მებრძოლებისგან მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს.