საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას

საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტამბულში მომხდარი ორი აფეთქების გამო.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას და კვლავ განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

"თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.",- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხდებაში.