დონალდ ტრამპი უარყოფს ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას ის თან პოპულარული რალითი-შოუს The Celebrity Apprentice-ის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება.
აღნიშნული ცნობები ტელეკომპანია NBC-ზე დაყრდნობით გავლენიანმა ამერიკულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, მათ შორის CNN-მა და New York Times-მა.
როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, ის გადაცემის ახალ სეზონს დროს საერთოდ არ დაუთმობს. თუმცა აშშ-ის ახალი პრეზიდენტი აღიარებს, რომ მას აღნიშნული გადაცემის "დიდი წილი ეკუთვნის".
რეალით შოუს მე-15 სეზონის წამყვანი მსახიობი და კალიფორნიის შტატის გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი იქნება.
დონალდ ტრამპი რეალითი-შოუს The Celebrity Apprentice-ის წამყვანი 2008-2015 წლებში იყო. თუმცა გასული წლის ზაფხულში ტელეკომპანიამ ტრამპთან კონტრაქტი მექსიკელი მიგრანტების შესახებ მისი სკანდალური განცხადებების გამო გაწყვიტა. ამის შემდეგ რეალითი-შოუ ეთერში აღარ გადიოდა.
გადაცემა ეთერში კვლავ 2017 წლის 2 იანვარს გავა.