მკაცრად ვგმობთ სტამბოლში მომხდარ თავდასხმას, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარ თავდასხმას.
"ჩვენი ფიქრები და ლოცვები ახლა მსხვერპლთა ოჯახებთან არის",- წერს გიორგი კვირიკაშვილი "ტვიტერზე".
10 დეკემბერს სტამბოლის ცენტრში, ბეშიქთაშის რაიონში, სტადიონ Vodafone Arena-სთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცმებით 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 პოლიციელი. კიდევ 166 ადამიანი დაშავებულია.
თავდასხმის სამიზნეს პოლიციელების ავტობუსი წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, უკვე დაკავებულია აფეთქებების ორგანიზებასთან კავშირში 10 ადამიანი.