ირაკლი კობახიძე:  ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის გადახედვა საჭიროა

ირაკლი კობახიძე: ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის გადახედვა საჭიროა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის გადახედვა საჭიროა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში გაიმართება.

„მე მქონდა შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ საკითხზე ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ შესაბამის საკითხებს და აუცილებლად დაიწყება მსჯელობა საქართველოს პარლამენტში. საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის გარკვეული გადახედვა, ხოლო თუ რა მიმართულებით, ამას უკვე განხილვები გადაწყვეტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას ითხოვს, რა მოთხოვნითაც ხშირად აქციები იმართება. ერთ-ერთი აქცია გუშინ, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა, რა დროსაც 2 პირი დააკავეს.