სტამბოლში აფეთქებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 29 და დაშავებულია 166 ადამიანი

სტამბოლში აფეთქებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 29 და დაშავებულია 166 ადამიანი

სტამბოლის ცენტრში, ბეშიქთაშის რაიონში, სტადიონ Vodafone Arena-სთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ბოლო მნაცმებით 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 27 პოლიციელი.  კიდევ 166 ადამიანი დაშავებულია.

თავდასხმის სამიზნეს პოლიციელების ავტობუსი წარმოადგენდა. შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, უკვე დაკავებულია აფეთქებების ორგანიზებასთან კავშირში 10 ადამიანი.

დანაღმული მანქანა საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის" სტადიონთან "ბეშიქთაში"-"ბურსასპორის" მატჩის დასრულდებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მოხდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მეორე აფეთქება ახლომდებარე პარკში მოხდა, ის თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

თავდასხმაზე პასუხისმგბელობა ჯერ არავის აუღია.