სტამბოლში ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, დაშავებულია 166 ადამიანი.
გარდაცვლილთაგან 27 პოლიციელია. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, თავდასხმის ობიექტი სწორედ პოლიციელების ავტობუსი იყო.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის პულტით იმართებოდა. მისივე ინფორმაციით, უკვე დაკავებულია აფეთქებების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 10 პირი.
სტამბოლის ცენტრში, Vodafone Arena-სთან ორი აფეთქება წუხელ მოხდა.