სტამბოლში დღეს მომხდარ აფეთქებას თურქეთის ხელისუფლებამ უკვე უწოდა ტერორისტული აქტი. „თვითერის“ პირად გვერდზე ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეთ არსლანმა უკვე დაწერა, რომ გმობს ამ ტერორისტულ აქტს და იმედი გამოთქვა, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დამნაშავეების თავდასხმის ობიექტი პოლიციის ავტობუსი იყო. ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სტადიონის მახლობლად მანქანიდან ისროლეს.