სტამბოლში დღეს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 15-მდე პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ალ ჯაზირას" თურქულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ არსებულ სტადიონ "ბეშიქტაშის" სიახლოვეს დღეს აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, განხორციელდა ორი აფეთქება.