სახალხო დამცველის ანგარიშში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები ძირითადად დადებითად შეფასდა

სახალხო დამცველის ანგარიშში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები ძირითადად დადებითად შეფასდა

სახალხო დამცველის ანგარიშში პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები ძირითადად დადებითად შეფასდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა განუცხადა, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. უჩა ნანუაშვილის ანგარიში 2016 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ეხებოდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები ძირითადად შეფასდა დადებითად. სასიამოვნო სიახლეა ის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უფლება მიეცათ ამა წლის 1-ელი სექტემბრიდან ფოტოგადაღება განახორციელონ პენიტენციურ დაწესებულებებში. ასევე სახალხო დამცველმა ისაუბრა გარკვეულ ნაკლოვანებებზე, რომელიც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თუმცა, მინდა დავაფიქსირო, რომ უწყება მზად არგის გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეფომენდაციები. მომავალ წელს იგეგმება ფართომასშტაბიანი პროექტები და სასიამოვნო ცვლილებები ამ უწყებაში, რასაც საზოგადოება უმოკლეს პერიოდში შეიტყობს“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.