მომავალი წლის ბიუჯეტი ადმინისტრაციული ხარჯების 100 მილიონით მეტით შემცირებას ითვალისწინებს

მომავალი წლის ბიუჯეტი ადმინისტრაციული ხარჯების 100 მილიონით მეტით შემცირებას ითვალისწინებს

მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 100 მილიონით მეტით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა.

მისივე განარტებით, საუბარია, როგორც სახელფასო ფონდში, ასევე ზოგადად ადმინისტრაციული მიმართულებით. ”მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 100 მილიონით მეტით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და იქ არ არის საუბარი რაიმე დამატებით პრემიებზე ან წახალისებაზე.

საუბარი არის ხარჯების შემცირებაზე, როგორც სახელფასო ფონდში, ასევე ზოგადად ადმინისტრაციული მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ეს არის პირველი ნაბიჯი და რამდენადაც მე ვიცი, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს არ არის ბოლო და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გარკვეული მიმართულებით კიდევ იქნება”, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.