თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრქაციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 800 მილიონზე მეტია და 801 მილიონ. 302. 000 ლარს შეადგენს.
,, დღეს 9 დეკემბერს კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი.
ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები ჩვენსა და დედაქალაქის მთვრობას შორის.
თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 800 მილიონზე მეტია და 801 მილიონ. 302. 000 ათას ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პრიორიტეტებია: მუნიციპალური ტრანსპორტი, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება, განათლება და რასაკვირველია, კვლავ პრიორიტეტად რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება.
მოგახსენებთ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში თანხა გაზრდილია კომუნალური ვაუჩერების მიმართულებით. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ აბონენტებს, რომელთა ქულაც 70 000-დან 200 000-მდეა, მოხმარებული ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადის ასანაზღაურებლად, აბონენტის ნომერზე 16 ლარის ნაცვლად 20 ლარი ჩაერიცხებათ.
თანხა ასევე გაიზარდა დაზიანებული III კატეგორიის ავარიული შენობების გამაგრებისთვის, რომელიც 22მლ. 19 000 ლარს შეადგენს.
ასევე გაზრდილია „თბილისის განვითარების ფონდის“ ბიუჯეტი, რაც დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლის რეაბილიტაციას მოხმარდება.
რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ხარჯებს, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში, ის შემცირებულია 22 მლ. 300 000 ლარით, მათ შორის თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა 1მლ. 400 000 ლარით“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.