ირაკლი ალასანია ზუგდიდის საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ირაკლი ალასანია ზუგდიდის საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია ზუგდიდის საავადმყოფოში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა, რომლებსაც თვეზე მეტია რაც ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ალასანია საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა. მისი თქმით, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას 70 ოჯახი ბედის ანაბარა ჰყავს მიტოვებული.

„ეს არის სწორედ ის უპასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში ვაწყდებით. აქ თავის საქმეს, რეალურად არ აკეთებს არც დევნილთა უწყება - აფხაზეთის მთავრობა, არც ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. ჩვენ მათ ყველას მივმართავთ, რომ რაც შეიძლება სასწრაფოდ გამოასწორონ ეს კატასტროფული მდგომარეობა, რათა ჩვენი აფხაზეთელი დევნილები ასეთ მდგომარეობაში არ გვყავდეს “, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.