ირაკლი ალასანია:„ქართული ოცნება“ ეს არის ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფელი და შესაბამისად ძლიერი ქვეყანა

ირაკლი ალასანია:„ქართული ოცნება“ ეს არის ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფელი და შესაბამისად ძლიერი ქვეყანა

დღეს, ლანჩხუთში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა. კულტურის სახლში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას ირაკლი ალასანია, არჩილ კბილაშვილი, დავით ბერძენიშვილი და კარლო კოპალიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და “ქართული ოცნების” ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები გააცნო.

„ქართული ოცნება“ ეს არის ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფელი და შესაბამისად ძლიერი ქვეყანა. ოქტომბრის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლება სპეციალური ფონდიდან დააფინანსებს სოფლის მეურნეობას, რათა გლეხს აღარ ჰქონდეს სასუქის, საწვავის და ტქენიკის პრობლემა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.