მთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას სასამართლო განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება გამსახურდიას მთავარ პროკურტაურაში დღეს გააცნეს.
ცოტნე გამსახურდია სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა. მას 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი 2012 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა.