ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ ირანი რეაგირებას მოახდენს, თუ აშშ განაახლებს სანქციებს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, - იუწყება CNN.
„თუ სანქციები განხორციელდება, ეს, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, შეთანხმების დარღვევა იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკა ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს“, - განაცხადა სულიერმა ლიდერმა თავის მიმართვაში.
გასულ კვირას აშშ-ის კონგრესმა კენჭი უყარა ირანისთვის სანქციების კიდევ 10 წლით გახანგრძლივებას.