მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა პარლამენტში დღეს დაიწყება

მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა პარლამენტში დღეს დაიწყება

მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა პარლამენტში დღეიდან დაიწყება. მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს ორი დღის წინ წარედგინა. 
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 24 ნოემბერს ყველა საპარლამენტო კომიტეტი შესაბამისი პროფილის მინისტრს მოუსმენს. 25 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობის მოსმენა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებისა“ და უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა. პარლამენტს პრეზიდენტისთვის მიმართვა მოუწევს, რადგან ამ დღეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გახდება საჭირო.