ევროპარლამენტის სესიაზე თურქეთთან მოლაპარაკების შეჩერება მოითხოვეს

ევროპარლამენტის სესიაზე თურქეთთან მოლაპარაკების შეჩერება მოითხოვეს

ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ელმარ ბროკი გამოვიდა წინადადებით, თურქეთის ხელისუფლების რეპრესიული ქმედებების გამო, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეჩერდეს.

„მოდით, შევწყვიტოთ მოლაპარაკებები“, - განაცხადა ბროკმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე თურქეთთან დაკავშირებულ დებატებზე. მან შეურაცხმყოფელი უწოდა თურქეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ ევროკავშირი ტერორიზმს უჭერს მხრას. 

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ, თავის მხრივ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შეწყვეტის შემთხვევაში, ორივე მხარე წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი თქმით, ევროკავშირი ამის შედეგად, თანამშრომლობის მნიშვნელოვან არხს, თურქეთი კი ძალიან ბევრს დაკარგავს. მოგერინიმ აქვე მიანიშნა, რომ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებული რიტორიკიდან საქმეზე გადასვლა იქნება იმის სიგნალი, რომ თურქეთს არ სურს ევროპული ოჯახის წევრობა.