პარლამენტში ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა 24 ნოემბრიდან დაიწყება

პარლამენტში ახალი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა 24 ნოემბრიდან დაიწყება

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა 24 ნოემბრიდან დაიწყება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ახალ შემადგენლობას გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.

„პარასკევს, 25 ნოემბერს ქუთაისის პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა გაიმართება. თავდაპირველად იქნება „პატრიოტთა ალიანსთან“, შემდეგ უმცირესობასთან და დასრულდება უმრავლესობასთან შეხვედრით. პარასკევს ჩატარდება ბიუროს სხდომა და მომდევნო დღეს სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.