მნიშვნელობა არა აქვს რა გვარია მინისტრი, მნიშვნელობა აქვს, როგორ ვითარდება დარგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
ჯანდაცვის სისტემის განვითარება კი, სერგეენკოს შეფასებით, გამორჩეული რეფორმებით ხასიათდება.
“მთავარ ცვლილებებს და რეფორმებს, რომლებიც განვლილი 4 წლის განმავლობაში გატარდა, შეიძლება, თავი მოვუყაროთ ერთ ცნებაში, რაც არის საყოველთაო ჯანდაცვა. რაც შეეხება ახალ დაგეგმილ რეფორმებს, ამ ოთხმა წელიწადმა, მიღწევების გარდა, რა თქმა უნდა, გვაჩვენა გამოწვევებიც და ის სუსტი წერტილები, რასაც გამოსწორება სჭირდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.