კახი კალაძე:  ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებაა

კახი კალაძე: ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებაა

ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებაა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრად წარდგენილმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტრო.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის თვალსაზრისით ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, ილია ელოშვილი რჩება თავის ადგილზე. სხვა საკადრო ცვლილებებზე მას შემდეგ მოგახსენებთ, როდესაც პარლამენტი დაგვამტკიცებს”, - განაცხადა კახი კალაძემ.

კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა.