მომავალი მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა პარლამენტში უკვე გადაიგზავნა

მომავალი მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა პარლამენტში უკვე გადაიგზავნა

საქართველოს მომავალი მთავრობის შემადგენლობა და პროგრამა საქართველოს პარლამენტში უკვე გადაიგზავნა. ამის შესახებ 2030-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

სამთავრობო პროგრამის სახელწოდებაა - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა - სამთავრობო პროგრამა 2016-2020"

"პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა",-აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

მინისტრობის კანდიდატთა ვინაობა კი ასეთია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი;

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია;

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი;

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი;

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი;