ჩვენი ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ჩვენი ამოცანაა დამოკიდებულების შეცვლა, რომ მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად ეცვლებოდეს განკარგვადი შემოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრად წარდგენილმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს გეგმავს, რომლის შესახებაც მოგვიანებით ისაუბრებს.
„ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ ვიქნებით სტაბილურობაზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შემოსავლები იყოს სტაბილური. საგადასახადო პოლიტიკა იქნება ბიზნესისათვის მეგობრული და სერვისზე ორიენტირებული. ვალი ასევე იქნება მდგრადი და სამართლიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ რასაც მოვიხმართ ჩვენ თვითონ გადავიხდით. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის მიმართულებით დიდი ხანია ვმუშაობ, შესაბამისად ძირითადი პრინციპები ვარ შეიცვლება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ბიზნესს განვითარებაში. რაც შეეხება ლართან მიმართებაში, ჩვენი ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ჩვენი ამოცანაა დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად ეცვლებოდეს განკარგვადი შემოსავალი. ამ პოლიტიკას ჩვენ განვახორციელებთ ეროვნულ ბანკთან ერთად“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.