ვიქტორ დოლიძე აღარ არის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვას თავის წარსულზე

ვიქტორ დოლიძე აღარ არის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვას თავის წარსულზე

ვიქტორ დოლიძე აღარ არის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან უარი უნდა თქვას თავის წარსულზე, - ამის შესახებ 2030.news-ს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძე ვიქტორ დოლიძის ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ვიქტორ დოლიძის მინისტრად დანიშვნა მოულოდნელი არ იყო და გადაწყვეტილება არჩევნების დამთავრების დღიდან მიღებული იყო.

„მართალი გითხრათ, ჩვენთან „თავისუფალ დემოკრატებთან“ არ უნდა არსებობდეს შეკითხვები, შეკითხვები უნდა არსებობდეს ვიქტორ დოლიძესთან, რადგან 2014 წლის ნოემბერში ჩვენ ერთად წამოვედით ამ ხელისუფლებიდან, რადგან ვთქვით, რომ პროკურატურა გამოყენებულია როგორც პოლიტიკური იარაღი და პროკურატურის მეშვეობით შეტევას ახორციელებენ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერზე. ეს არ არის სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, ეს არის პოლიტიკური პროკურატურა, ის ადამიანები დღესაც არიან პოლიტპატიმრები და მათ პოლიტპატიმრობას, როგორც ვიცი, დღესაც აღიარებს ვიქტორ დოლიძე”, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესები არ განვითარდა და კიდევ უფრო შეფერხდა, რადგან სასამართლო მურუსიძის, დამორჩილებული სასამართლო გახდა.

„საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკულად გაუქმებულია, ანუ სამართლებრ-დემოკრატიული სახელმწიფოს ყველა ის ფუნდამენტი ინსტიტუტები არის დაკნინებული, ასე რომ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ვიქტორ დოლიძემ - რა შეიცვალა, ის ადამიანები აღარ არიან დღეს პოლიტპატიმრები? სახელმწიფო დაადგა დემოკრატიულ-სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზად, თუ რა შეიცვალა? რატომ დათანხმდა ამ თანამდებობაზე? ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. ის დღეს აღარ არის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან უარი უნდა თქვას თავის წარსულზე. მაგრამ კითხვები, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არის, მის მიმართ მაინც არსებობს, რადგან ერთი თვის წინ იყო ის იყო ოპოზიციური პარტიის წევრი, ამიტომ მან უნდა გასცეს კითხვებს პასუხი”, - განაცხადა გოგუაძემ.

ვიქტორ დოლიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნა.