პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა (VIDEO)

პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა (VIDEO)

18 მაისს პარიზის საკონცერტო დარბაზ სალ პლეიელში უნიკალური საღამო იგეგმება. მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მიერ შექმნილ ნაწარმოებებს და ასევე წარმოადგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლასიკურ ნაწარმოებებს სხვა სოლისტებთან ერთად შეასრულებს პაატა ბურჭულაძეც. საღამოს დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საფრანგეთში გამგზავრებამდე პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.