ნოდარ ჯავახიშვილი შესაძლოა, გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნოს

ნოდარ ჯავახიშვილი შესაძლოა, გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნოს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ჯავახიშვილი შესაძლოა, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოადგილედ დაინიშნოს.

არსებული ინფორმაციით, ნოდარ ჯავახიშვილი ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. მას მინისტრის თანამდებობაზე სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ალავიძე შეცვლის.

ამასთან, ლაშა თორდიას მომავალი წლის გაზაფხულზე  ვადა ეწურება და არ არის გამორიცხული, რომ ის ნოდარ ჯავახიშვილმა შეცვალოს.

მთავრობის ახალ შემადგებლობას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 ნოემბერს დაასახელებს.