იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად ვანო ზარდიაშვილი და ნატო ჩხეიძე აირჩიეს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად ვანო ზარდიაშვილი და ნატო ჩხეიძე აირჩიეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის სამი მოადგილე აირჩია. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი გახდა. მის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. რაც შეეხება მოადგილეობის კიდევ ერთ კანდიდატს ”ქართული ოცნებიდან”, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმარტა, უმრავლესობაში ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კანდიდატზე შეჯერება სავარაუდოდ მომდევნო სხდომისთვის მოხდება.

რაც შეეხება ოპოზიციის კვოტას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კანდიდატურები როგორც ”ნაციონალურ მოძრაობას” , ასევე ”პატრიოტთა ალიანსს” ჰყავდა წარდგენილი. კომიტეტმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ოთარ კახიძესა და ”პატრიოტთა ალიანსის” წევრ ნატო ჩხეიძეს შორის არჩევანი, ნატო ჩხეიძეზე გააკეთა.