იმედი მაქვს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტში ვისაუბრებთ საგნობრივ თემებზე და არავითარი სიცრუის გავრცელება არ იქნება

იმედი მაქვს, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტში ვისაუბრებთ საგნობრივ თემებზე და არავითარი სიცრუის გავრცელება არ იქნება

იმედი მაქვს, რომ ჩვენს კომიტეტში ვისაუბრებთ საგნობრივ თემებზე და არავითარი სიცრუის გავრცელება არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, კომიტეტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.

კილაძემ წინა მოწვევის პარლამენტის კომიტეტის აპარატსა და მის ხელმძღვანელს, ეკა ბესელიას „ადამიანის უფლების მაღალი სტანდარტის განვითარების ხელშეწყობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

”ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს კომიტეტს ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ის მაღალი სტანდარტი, რომლის განვითარებასაც წინა კომიტეტმა შეუწყო ხელი, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მომდევნო საპარლამენტო საქმიანობაში. ხაზი მინდა გავუსვა უმცირესობის როლსა და მნიშვნელობას, პლურალიზმის მნიშვნელობას დემოკრატიის განვითარებაში და მე ვისურვებდი, რომ როგორც ”პატრიოტთა ალიანსთან”, ასევე ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ვიყოთ კონსტრუქციულ რეჟიმში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვისაუბრებთ საგნობრივ თემებზე და არავითარი სიცრუის გავრცელება არ იქნება. იმედია, ეს წარსულს ჩაბარდა. კონსტრუქციულ რეჟიმს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს მომავალ საქმიანობაში”, - აღნიშნა კილაძემ.