"იუნისეფის" კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს

სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა გაიზარდა ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, - ნათქვამია "იუნისეფის" ახალ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

"საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში, სოციალური ტარიფების, განსაკუთრებით კი პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით", - აღნიშნა ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადმა გარროსმა.

კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.