გასული ოთხი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დაკავებული იყო „ქართული ოცნების“ ამოცანების შესრულებით

გასული ოთხი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დაკავებული იყო „ქართული ოცნების“ ამოცანების შესრულებით

გასული ოთხი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დაკავებული იყო „ქართული ოცნების“ ამოცანების შესრულებით და არა ადამიანის უფლებების დაცვით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე გიორგი ტუღუშის კანდიდატურას წარადგენს.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომიტეტი და სწორედ ადამიანის უფლებები და მათი დარღვევაა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ოთხი წლის განმავლობაში ეს კომიტეტი იყო დაკავებული “ქართული ოცნების“ ამოცანების შესრულებით და არა ადამიანის უფლებების დაცვით. მათ ეს ესმოდათ ვიწროპარტიული თვალსაზრისით. ვაპირებთ აქტიურობას. მე პირადად მაქვს არაერთი ინიციატივა, რომელსაც წამოვწევ და რომლისთვისაც ვიბრძოლებ“, - განაცხადა ხოშტარიამ.