ვემზადებით მინისტრთა კაბინეტისთვის კითხვების დასასმელად

ვემზადებით მინისტრთა კაბინეტისთვის კითხვების დასასმელად

ვემზადებით მინისტრთა კაბინეტისთვის შესაბამისი კითხვების დასასმელად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ვემზადებით მინისტრთა კაბინეტისთვის შესაბამისი კითხვების დასასმელად, თუ რამდენად არის ასახული წინასაარჩევნო დაპირებები სამთავრობო პროგრამაში. ყველა მინისტრს დავუსვამთ კითხვას და ეს არის კარგი შესაძლებლობა, სააზოგადოებამ გაიგოს, თუ რას აპირებს ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მოსახლეობას“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ხვალ გახდება ცნობილი, რის შემდეგაც მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები მოუსმენენ. სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მოხდება მთავრობის ახალი შემადგენლობის კენჭისყრა.