ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დღეს პირველად დაესწრება. პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული უშიშროების საბჭოს მუმდივი წევრია.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგ საკითხები- სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა ასევე, შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსის კანდიდატურის განხილვა.

სხდომას დაესწრება პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი.