შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსის ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსის ვინაობა შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს უშიშორების საბჭოს სხდომა დღეს განიხილავს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს პრესრელიზიაში ნათქვამი.

ამ საკითხზე მომხსენებლები არიან საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 17.00 საათზე დაიწყება. სხდომაზე ხუთ საკიტხს განიხილავენ.

ამასთან, შეიარაღებული ძლების გენერლაური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს ვადა 25 ნოემბერს ეწურება. მის შემცვლელად ვლადიმერ ჩაჩიბაია სახელდება.