უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს

უშიშროების საბჭო დღეს სხდომას გამართავს

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. სხდომა დღეს 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის; თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა.
აღსანიშნავია, რომ სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში პირველად დაესწრება დავით რაქვიაშვილი.