ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა

საფრანგეთის მემარჯვენეებისა და ცენტრისტების პრაიმერიზის პირველ ტურში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა გაიმარჯვა, - იუწყება ფრანგული Le Monde. 

შედეგების მიხედვით, ფრანსუა ფიიონმა მხარდამჭერთა ხმების 44.1% მიიღო, ალენ ჟუპემ - 28.6%, ხოლო საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მხარდამჭერთა ხმების - 26.8%.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა. მან თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას დამარცხება აღიარა.

მემარჯვენეებისა და ცენტრისტების პრაიმერიზის მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდება საფრანგეთის ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი და ალენ ჟუპე.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2017 წლის 27 აპრილს ჩატარდება.