თურქეთს არ სჭირდება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ევროკავშირის წევრობა, რადგან ამის ნაცვლად, მას შეუძლია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდეს, რომელშიც ერთიანდებიან რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. „ბი-სი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„თურქეთი უნდა დამშვიდდეს. არ არის საჭირო ლაპარაკი: „ევროპული კავშირი ნებისმიერ ფასად“. ასეთია ჩემი აზრი“, - აცხადებს ერდოღანი, რომლის კომენტარს გამოცემა „Hurriyet“ ავრცელებს.
„რატომაც არ უნდა შეუერთდეს თურქეთი შანხაის ხუთეულს? ამის შესახებ ვესაუბრე რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს - მათ, ვინც შანხაის ხუთეულში არიან“, - განაცხადა ერდოღანმა.