ქართველმა და რუსმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს

ქართველმა და რუსმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს

"ევროპის ერთა თასზე" ქართველმა და რუსმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს. sportall.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა (80) და რუსმა იმილ შარაფეტდინოვმა შეხვედრის დროს იჩხუბეს. ამის გამო ორივე სპორტსმენი ტურნირიდან მოიხსნა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასზე" მეოთხე ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ბულგარეთთან 5:3 მოიგო, შემდეგ კი რუსეთთან 1:6 წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი რუმინელებთან (4-4, დამატებითი მაჩვენებლებით) დამარცხდა.