უზენაესი სასამართლო ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას იწყებს

უზენაესი სასამართლო ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას იწყებს

უზენაესი სასამართლო დღეს ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას იწყებს. დღეს კოლეგია ”რუსთავი 2”-ის იურისტების სარჩელს განიხილავს. სარჩელის მიხედვით, ტელეკომპანია მოითხოვს, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ასევე საქმე ქვედა ინსტანციაში დააბრუნოს განსახილველად. 

ტელეკომპანია საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას მოითხოვდა, მაგრამ ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სხდომა დახურული იქნება და მხარეები არ დაესწრებიან. 

”თუ უზენაესი სასამართლო სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით შეხედავს ამ საქმეს, შეუძლებელია, რომ არ დაკმაყოფილდეს ჩვენი საჩივარი, ამიტომ შესაბამისად, სამართლებრივი კუთხით მხოლოდ ამ შედეგს შეიძლება ველოდოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეში არ არის სამართლებრივი მხარე მნიშვნელოვანი, აქ არის პოლიტიკურად მოტივირებული დავა და პოლიტიკური მიზნები, რომლებიც მიმართულია ”რუსთავი 2”-ის საწინააღმდეგოდ . ამ შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია თუ რამდენად ძლიერები არიან მოსამართლეები, კონკრეტულად ეს სამი მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ ისტორიული შანსი, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და გადაარჩინნ დემოკრატია და დაუმტკიცონ ბოროტ, მავნე ძალებს, რომ ისინი, მოსამართლეები არიან ანგარიშგასაწევი ძალა და არ შეიძლება, რომ ვიღაცის დაკვეთით და პრეფერენციებით და სასურველი შედეგების დადგომით მარიონეტებივით გამოიყენონ ეს მოსამართლეები”, - განაცხადა ”რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.