საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს დღეს აირჩევენ

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს დღეს აირჩევენ

პარლამენტის ახალშექმნილ კომიტეტებში დღეს, კომიტეტების დებულებებს დაამტკიცებენ და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს აირჩევენ. 

ამ დღის წესრიგით დღეს, 14 კომიტეტის სხდომაა დანიშნული, რომლის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიმართება. ”ქართულმა ოცნებამ” საკუთარი კვოტით საკომიტეტო თანამდებობებზე წარსადგენი პირები ახალარჩეული პარლამენტის შეკრებამდე დაასახელა. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მოადგილეების თანამდებობაზე შემდეგი კანდიდატებია დასახელებული: 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გელა სამხარაული, მოადგილე - ირაკლი შიოლაშვილი; 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გენადი მარგველაშვილი, მოადგილე - გუგული მაღრაძე; 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი, მოადგილე - ენძელა მაჭავარიანი; 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ბეგაძე, მოადგილე - რევაზ არველაძე; 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე - ირაკლი მეზურნიშვილი; 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ირინა ფრუიძე, მოადგილე - ბექა ნაცვლიშვილი; 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე - დავით მათიკაშვილი; 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი; 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე - შალვა კიკნაველიძე; 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - პაატა კვიჟინაძე, მოადგილე - ირაკლი ბერაია; 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე - ლევან კობერიძე; 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გედევან ფოფხაძე, მოადგილე - რატი იონათამიშვილი; 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - შოთა ხაბარელი, მოადგილე - ბიძინა გეგიძე. 

ამასთან, ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის ფორმირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ”ქართულმა ოცნებამ” თავდაპირველად მერაბ ქვარაია დაასახელდა, თუმცა ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა და დღეს, კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ირაკლი ტრიპოლსკის წარადგენენ, რაც სააგენტოს ინფორმაციით, თავად ტრიპოლსკის მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დასახელებულია კობა ლურსმანაშვილი. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტი, თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის სამ მოადგილეს, მათ შორის, პირველ მოადგილეს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას კომიტეტის თავმჯდომარე წარადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას ან ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.
ამასთან, საპარლამენტო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ „მრეწველების“ მიერ ცესკოში წევრის შენარჩუნებით, პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში რეალურად არა ერთი, არამედ ორი წარმომადგენელი ეყოლება. კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ცესკოში პრეზიდენტის წარდგენით და პარლამენტის მხარდაჭერით არჩეული პირია, რეალურად სწორედ მრეწველთა პარტიას წარმოადგენს. ის არის ზურაბ ტყემალაძის ახლო ნათესავი და „მრეწველებთან“ ერთად „ქართული ოცნების“ ნდობითაც სარგებლობს.