გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას სამშაბათს, 22 ნოემბერს წარადგნეს.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტარციის პრესსამსახურში აცხადებენ.
"საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მისივე განკარგულებით, არსებულ მინისტრთა კაბინეტს მოვალეობის შესრულება დაეკისრა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს",-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.