საქართველოს პარლამენტის სპიკერ კობახიძესთან, მის გუნდთან მქონდა ძალიან ღია, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი

საქართველოს პარლამენტის სპიკერ კობახიძესთან, მის გუნდთან მქონდა ძალიან ღია, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი

მქონდა ძალიან ღია, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი პარლამენტის სპიკერთან, კობახიძესთან და მის გუნდთან პარლამენტიდან, ჩვენს ელჩთან,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"უპირველს ყოვლისა, მე მივულოცე ირაკლი კობახიძეს სპიკერის თანამდებობის დაკავება, ხოლო “ქართულ ოცნებას”  - არჩევნებში გამარჯვება. მე აღვნიშნე, რომ ეს საქრთველოს წინსლის გაგრძელებისთვის დიდი შესაძლებლობა და დიდი პასუხისმგებლობაცაა. მე ვთქვი, რომ ჩვენი პერსპექტივიდან, ჩვენი რეკომენდაციები იქნება ოპოზიციასთან ერთად სტარტეგიული ნაციონალური ინეტერსის სფეროებზე ფოკუსირება, საკანონმდებლო დღის წესრიგის გაგრძელება",-აღნიშნა ბრინკმა.

ამასთან, მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება, უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ინკლუზიურად.

"ასევე, შევთავზე, რომ საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება, უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ინკლუზიურად, მთავრობის, ოპოზიციისა და პარლამენტის ექსპერტების ჩართულობით, ასევე მთავრობის ფარგლებს გარეთ და ევროპიდან ექსპრტების მონაწილოებით. მოხარული ვარ, რომ სპიკერთან და ზოგიერთი კომიტეტის თვამჯოდმარესთან შეხვედრისას ისინი მზადყოფნას გამოთქვანმენ, იმუშაონ ინკლუზიურად საქათველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული, ჩვენი ერთობლივი ინტერესის მხარდასაჭერად",- განაცხადა  ბრიჯიტ ბრინკმა.

საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი სოფო ქაცარავა,  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი  იან კელიც ესწრებოდა.