საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ქართველ გულშემატკივრებს ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა.
სამოასთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკომფერემციაზე გორგოძემ იაპონიასთან წაგებული მატჩი გაიხსენა.
"დიდ მადლობას ვუხდი გუკლშემატკივარს. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდით დგომა ძალიან გვჭირდება და ეს იგრძნობა კიდეც. იაპონიასთან მარცხის შემდეგ ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არაუშავს, ბიჭებოო. ვიდრე ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ",-აღნიშნა გორგოძემ.
ამასთან, მამუკა გორგოძემ უკმაყოფილება გამოთქვა სამოასთან მატჩის მსაჯობის გამო.
"გაოცებული ვარ მსაჯობით. საფრანგეთში სხვანაირად მსაჯობენ. დღეს რომ ყოფილიყო ფრანგი მსაჯი, ალბათ 1-2 მომენტში სამოელებს ყვითელ ბარათებს მისცემდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა. შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. შოტლანდია ყოველთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. რთული მატჩი გველის, თუმცა არაფრის დათმობას ვაპირებთ ",-აღნიშან მამუკა გორგოძემ.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მორიგ სატესტო მატჩში, სამოას ნაკრები დაამარცხა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, 20:16 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მორგ სატესტო მატჩს უკვე სტუმრად, შოტლანდიასთან 26 ნოემბერს ითამაშებს.