ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი გიზო ჟორდანია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიზო ჟორდანია 1934 წელს ლანჩხუთში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, სხვადასხვა დროს იყო თეატრალური ინსტიტუტის მასწავლებელი; უფროსი მასწავლებელი; ბათუმისა და რუსთაველის თეატრების დამდგმელი რეჟისორი; თბილისის ოპერისა და ბალეტის, გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი; თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი;ბათუმის ოპერის მთავარი რეჟისორი; მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე; რეჟისურის კათედრის გამგე, პროფესორი.
დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთ; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა დრამატული თეატრის, ოპერისა და სათეატრო პედაგოგიკის პრობლემებზე.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 273
იყო სხვადასხვა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.