საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობაზე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას 21 ნოემბერს გააკეთებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კვირიკაშვილმა გურიაში ყოფნისას განუცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, 21 ნოემბერს გაიმართება ბრიფინგი, სადაც განცხადება გაკეთდება.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კი, ცვლილება ეკონომიკურ გუნდს შეეხება.