მარტინ შულცმა ფედერალური კანცლერის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოთქვა

მარტინ შულცმა ფედერალური კანცლერის თანამდებობის დაკავების სურვილი გამოთქვა

ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მარტინ შულცს სურს, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება, სოციალისტების კანდიდატი გახდეს ფედერალური კანცლერის პოსტზე, - იუწყება Politico გერმანულ მედიაზე დაყრდნობით.

Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, მარტინ შულცმა გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა “გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერს ზიგმარ გაბრიელს სთხოვა.

თავის მხრივ, ზიგმარ გაბრიელმა მარტინ შულცს სთხოვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩაენაცვლებინა, - ამის შესახებ გერმანულ გამოცემას წყარომ ”სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან” განუცხადა.

გამოცემის ინფორმაციით, მარტინ შულცი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ ”სოციალ-დემოკრატიული პარტია” მას გაისად საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის ფედერალური კანცლერის პოსტზე კანდიდატად წარადგენს.