პრეზიდენტს არ ვეთანხმები იმაში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე არის ნებისმიერ შემთხვევაში, რა პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ჰქონდეს ის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
”პრეზიდენტმა ორ ნაწილად გაყო მიღწევები და გამოწვევები. მიღწევების ნაწილში რაც მან განაცხადა, უფრო თავისუფალი გარემო, სამართლიანობის აღდგენა, ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება, ეს სწორედ ბოლო 4 წლის მიღწევებია. რაც შეეხება გამოწვევებს, მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხე არის ნებისმიერ შემთხვევაში რა პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ჰქონდეს ის. ამაში მე ვერ დავეთანხმები. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას”, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მისი ამოცანა არ არის კანონის თავის თავზე მორგება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.