პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ გიორგი გახარია მინისტრი გახდება

პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ გიორგი გახარია მინისტრი გახდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ გიორგი გახარია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში გადაინაცვლებს. 
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა ველოდოთ, რომ გახარია მინისტრი გახდება. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის სხვა ცვლილებებს, კობახიძის თქმით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, თუმცა ამას პრემიერი-მინისტრი განაცხადებს.

გიორგი გახარია, რომელმაც გუშინ “ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად დეპუტატის ფიცი დადო, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში მთავრობაში გადაინაცვლებს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს.